воскресенье, 27 марта 2016 г.

მეოთხე დღის რეფლექსია განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი და მისი ხუთი ძირითადი მიზანი,განვსაზღვრეთ და მოვამზადეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა ჩემი პროექტისათვის, ვიმსჯელეთ ეფექტური პრეზენტაციის ხერხებზე და მოვამზადე პროექტის პრეზენტაცია

суббота, 26 марта 2016 г.

მესამე დღის რეფლექსია ბლუმის ტაქსონომიით და XXI საუკუნის სიტყვების გამოყენებით დავხვეწე ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები. მსჯელობის შედეგად ჩამოვაყალიბე მიმართულების მიმცემი ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები, მოვიძიე თემის შესაბამისი სურათები და განვათავსე ჩემ ბლოგზე.

воскресенье, 20 марта 2016 г.

პირველი დღის რეფლექსია ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში მასწავლებელი წარმოადგენს ფასილიტატორს, გზამკვლევს მოსწავლისათვის სწავლის პროცესში.იგი აძლევს მას რჩევებს, მითითებებს და ახორციელებს პოზიტიურ უკუკავშირს განმავითარებელი შეფასებების სახით, ხოლო ეტაპობრივად განმსაზღვრელი შეფასებებით. პროექტის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინო მოსწავლეთა საჭიროებები,თემის აქტუალურობა, ესგ-თან შესაბამისობა.
მეორე დღის რეფლექსია ინდივიდუალურად შევარჩიეთ და განვიხილეთ სასწავლო პროექტების თემატიკა,შევქმენით პროექტისათვის საჭირო საქაღალდეები.განვიხილეთ და შევავსეთ სასწავლო პროექტის შაბლონი.ესგ-ს,განახლებული ბლუმის ტაქსონომიის და XXI საუკუნის უნარ-ჩვევებისა და მათი შესაბამისი სიტყვებით შევავსე კურსის რესურსები. ბლოგზე განვათავსე საინფორმაციო ელემენტი (გაჯეტი).