суббота, 16 апреля 2016 г.

მეცხრე დღის რეფლექსია
გავეცანით ეფექტური პრეზენტაციის ხერხებს-სამჯერ თქმის პრინციპის და სამი წერტილის ტექნიკას, მოვისმინეთ და შევაფასეთ ჯგუფის ყველა მონაწილის საპროექტო გეგმის პრეზენტაცია, ძალიან საინტერესო იყო თითოეული მათგანის განხილვა.
მადლობა  საინტერესო შეხვედრების ორგანიზებისათვის, მადლობა "ინტელს" და თამარ ლოსაბერიძეს.

воскресенье, 10 апреля 2016 г.

მერვე დღის რეფლექსია

დავასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია. შევიმუშავე პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა და კრიტერიუმები. განვათავსე დღევანდელი ნაშრომები ბლოგზე.მივიღე საშინაო დავალება.

суббота, 9 апреля 2016 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია
 მოსწავლეთა პროექტების შეფასების სწორი კრიტერიუმების შემუშავების მიზნით, დავგეგმე მოსწავლის სავარაუდო საპრეზენტაციო ნაშრომის შექმნა და დავიწყე მუშაობა პრეზენტაციაზე power point-ის გამოყენებით. გავეცანი უკუკავშირის მიცემის ხერხებს და ინდივიდუალურ განსხვავებებს სწავლების დროს.

воскресенье, 3 апреля 2016 г.

მეექვსე დღის რეფლექსია შევისწავლე ინტერნეტ სივრცეში თანამშრომლობის ხერხები, gmail-ში დავიმატეთ კონტაქტები, ვისწავლეთ კოლაბორაციული თანამშრომლობა, სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ შეფასების მონახაზის და საბაზისო უნარების გრაფები.გავიხსენეთ პრეზენტაციის ბლოგზე გადატანა და შევცვალეთ ბლოგის დიზაინი.

პრეზენტაცია

суббота, 2 апреля 2016 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

გავეცანი:
ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებს; საავტორო უფლებების დაცვას და გამოყენებას; ინტერნეტის გამოყენებით კვლევის ჩატარებას; საავტორო უფლებების ნებართვის წერილის ფორმას.

ბლოგში გავაკეთე ინტერნეტ-გამოკითხვა
შევქმენი საინფორმაციო ელემენტი, Gadget.
შევავსე პროექტის გეგმის შაბლონი. პროექტის პრეზენტაცია ავტვირთე drive-ში და გამოვაქვეყნე ბლოგზე.

სასწავლო პროექტის გეგმის პრეზენტაცია